„ყველა ფერმერი, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, მიწის უფასოდ რეგისტრაციას შეძლებს"

ყველა ფერმერი, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, შეძლებს უფასოდ მიწის რეგისტრაციას, - ასე უპასუხა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ინტერპრესნიუსის“ შეკითხვას, თუ როგორ დაეხმარება ხელისუფლება ფერმერებს მიწის რეგისტრაციაში.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, პროექტი გრძელდება წლის ბოლომდე და ფერმერებს შეუძლიათ ამ დრომდე მოახდინონ მიწის რეგისტრაცია.

„ჩვენ რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ სპორადული რეგისტრაციის რეფორმა, ეს არის იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც მსხვილ საკანონმდებლო პაკეტს მოიცავდა, რომელიც პროაქტიულად იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა ბლოკის მუშაობას განაპირობებდა იმისთვის, რომ არქივიდან მოძიებულიყო ინფორმაცია უფასოდ, რეგისტრაცია ყოფილიყო უფასო და ა.შ. ეს რეფორმა დღესაც ძალაშია, მთავრობამ გაახაგრძლივა და ფაქტობრივად, ყველა ფერმერი, რომელიც ლეგალურად ფლობს მიწის ნაკვეთს და გარკვეული ტიპის დამადასტურებელი საბუთი გააჩნია, შეძლებს უფასოდ მიწის რეგისტრაციას. წლის განმავლობაში პროექტი გრძელდება და წლის ბოლოსაც რომ მოახდინოს ფერმერმა რეგისტრაცია, ის ამ შეღავათს მაინც მიიღებს, მომავალ წელსაც რომ გადავიდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.