იანვარ-აპრილში ექსპორტი - 11.9%-ით ხოლო იმპორტი - 11.8%-ით შემცირდა

2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 11.8 პროცენტით ნაკლებია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, აქედან, ექსპორტი 1 001.3 მლნ აშშ დოლარი იყო (11.9 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2 462.2 მლნ აშშ დოლარი (11.8 პროცენტით ნაკლები).

ამასთან, საქსტატის ცნობით, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წლის იანვარ-აპრილში 1 460.8 მლნ აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 42.2 პროცენტი შეადგინა.

თაია არდოტელი