შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიგრაციის 2020 წლის 1-ლი კვარტლის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში უცხოელის საქართველოდან გაძევების 25 შემთხვევა დაფიქსირდა.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი - 5 პირი, ვინც საქართველოდან გააძევეს, ირანის მოქალაქე იყო, 3-3 პირი - თურქეთის, კამერონისა და ნიგერიის მოქალაქეები; 2-2 - აზერბაიჯანისა და უკრაინის მოქალაქეები იყვნენ.
სხვა ქვეყნის მოქალაქეების გაძევების კი 1-1 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს ქვეყნებია - ბანგლადეში, განა, ინდოეთი, კოტდივუარი, სომხეთი, სუდანი და უზბეკეთი.
რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ყველაზე მეტი - 18 გაძევებული პირი 26-40 წლამდე იყო; 4 გაძევებული პირი - 41-დან 65 წლამდე, 2 - 18-დან -25-მდე ასაკის, ხოლო 1 65 წლის ზემოთ იყო.