გერმანია მეზობელ ქვეყანებთან საზღვარებს 15 მაისიდან გახსნის. ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის, ჰორსთ შიჰოფერის თქმით, შაბათიდან საზღვარი საფრანგეთთან, ავსტრიასა და შვეიცარიასთან გაიხსნება, თუმცა გამშვები პუნქტები მაინც იფუნქციონირებს.
მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გადაიხედება იმ შემთხვევაში, თუ ჯანდაცვის მდგომარეობა ქვეყანაში გაუარესდება. შიჰოფერის განცხადებით, განიხილება ასევე საზღვრების გახსნა დანიასთანაც. რაც შეეხება ლუქსემბურგს, აქ მიმოსვლა შაბათიდან სრულად აღდგება, შეზღუდვების გარეშე.
ცნობისთვის, გერმანიამ კორონავირუსის პანდემიის გამო საზღვრები მარტის შუა რიცხვებში ჩაკეტა.