OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის ექსპორტი შეამცირეს

OPEC+-ის ქვეყნებმა ნავთობის მოპოვების პარალელურად ექსპორტიც შეამცირეს.

ამის შესახებ Bloomberg-ი ანალიტიკური კომპანია Vortexa-ის მმართველი დირექტორის კლეი სეიგლას განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

ამრიგად, მაისში აპრილთან შედარებით საუდის არაბეთმა მიწოდება 17% -ით შეამცირა. მცირდება რუსული ნავთობის მიწოდების წილიც, ერაყს კი ექსპორტი ისევ არ გაუზრდია.

ექსპერტების პროგნოზით, ნავთობის ექსპორტი კვლად დაიკლებს, თუ გარიგების შედეგად მიღებული გადაწყვეტილების - მოპოვების შემცირება - გაგრძელდება.