მსოფლიოში უმსხვილესი გერმანული ტურისტული ჯგუფი TUI-ი 8 000 თანამშრომელს ამცირებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ამით ხარჯების 30%-ით დაზოგვას შეძლებენ.
პანდემიის დაწყებამდე, სხვადასხვა ქვეყანაში TUI-ს ოფისებში 70 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობდა, რომლებიც 30 მილიონ ადამიანს ემსახურებოდნენ.
TUI– მ გერმანიასა და ევროპაში ტურისტული საქმიანობის სწრაფად აღდგენის მზაობა უკვე გამოაცხადა. კომპანიის პირველი სასტუმრო გერმანიაში უახლოეს დღეებში გაიხსნება. გარდა ამისა, TUI სასტუმროები და კლუბები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში ასევე მზად არიან მიიღონ დამსვენებლები. გახსნამდე კი ჯგუფის სასტუმროებში ჰიგიენის დაცვის ახალი სტანდარტები დაინერგება, რაც სტუმრების უსაფრთხოებას მაქსიმალურად უზრუნველყოფს.
TUI ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორის ფრიც უსენის განცხადებით, მსოფლიოში მოგზაურობასა და დასვენებაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალია. ამჟამად, 2020 წლის ზაფხულის სეზონის პროგრამების 35% ისევ დაჯავშნილია.