პაატა იმნაძის ინფორმაციით, განიხილება როგორც “კომენდანტის საათის” მოხსნის, ასევე “კომენდანტის საათის” დროის შემცირების საკითხი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის ინფორმაციით, განიხილება როგორც “კომენდანტის საათის” მოხსნის, ასევე “კომენდანტის საათის” დროის შემცირების საკითხი და ამაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება. როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, ექიმების რეკომენდაციები და სახელმწიფოს რეგულაციები მიმართული იყო საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენაზე.

„კომენდანტის საათის“ მოხსნის საკითხი, რა თქმა უნდა, განიხილება, „კომენდანტის საათის“ დროის შემცირებასთან ერთად, ალბათ იქნება მიღებული ამაზეც გადაწყვეტილება. ყველა ჩვენი რეკომენდაცია და სახელმწიფოს რეგულაციები არ ყოფილა ჩვენი ცალკეული მოქალაქეების კომფორტის გასაუმჯობესებელი, საუბარი იყო საქართველოს მოსახლეობის სიცოცხლის გადარჩენაზე. ჩვენ ვერ ვაქცევდით საქართველოს ექსპერიმენტულ ველად. მთავარი იყო, რომ შეგვეკავებინა ინფექციის გავრცელება და დავლოდებოდით რა მოხდებოდა სხვა ქვეყნებში, რომ იმ მაგალითზე მოვმზადებულიყავით. ეს ქვეყანა რომ არ ყოფილიყო ასეთ შეზღუდვების პირობებში, დღეს ფატალური შემთხვევები იქნებოდა 200-ჯერ მეტი. ნელ-ნელა ყველაფერი გაიხსნება, ყველა აქტივობაც გაგრძლდება, ოღონდ ეს ყველაფერი მოხდება სიფრთხილის ფონზე,“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.