რუსთავსა და გარდაბანში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა

დღეიდან ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტში შესვლასა და გასვლაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნა. შესაბამისი გადაწყვეტილება 7 მაისს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში არსებული ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე მიიღეს. შეზღუდვები დღეს, დილის 06:00 საათიდან აღარ მოქმედებს.

გუშინ გვიან ღამით, რუსთავში ე.წ საკონტროლო-გამშვები პუნქტების დემონტაჟის სამუშაოები ჩატარდა. გაუქმდა ქალაქის შესასვლელებში არსებული 4 ბლოკ-პოსტი. პროცესს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რუსთავი, სხვა დიდი ქალაქების - თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის მსგავსად 15 მაისს ჩაიკეტა.

ამასთან, 18 მაისს იგეგმება მარნეულის მუნიციპალიტეტის გახსნაც, რომელიც მკაცრ საკარანტინო ზონად არის გამოცხადებული.