შესყიდვების სააგენტოს „შავ სიაში“ 592 კომპანიაა - რამდენი ბიზნესოპერატორი მოხვდა „თეთრ სიაში“

შესყიდვების სააგენტოს „შავ სიაში“ 592 კომპანია მოხვდა - ამის შესახებ აღნიშნულია სახელმწიფოს შესყიდვების სააგენტოს ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, „შავი სიის“ წარმოება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ახორციელებს არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრის, ე.წ. „შავი სიის“წარმოებასაც.

„შავ სიაში“ მიმწოდებლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სააგენტოში წარმოდგენილი იქნა 807 მომართვა (2018 წელს - 607 მომართვა). აქედან 592 შემთხვევაში მიმწოდებლები სააგენტოს მიერ დარეგისტრირდნენ „შავ სიაში“ (2018 წელს - 403), ხოლო 138 მიმწოდებელს მიეცა გაფრთხილება (2018 წელს - 143).

რაც შეეხება „თეთრ სიას“, ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებლის რეესტრში,ე.წ. “თეთრ სიაში“ ეკონომიკური ოპერატორების მოხვედრის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებების ჯამურმა რაოდენობამ 192 შეადგინა (2018 წელს 127 გადაწყვეტილება იყო მიღებული). რეგისტრაციასთან და რეგისტრაციის გაგრძელებასთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებული იქნა ჯამში 126 გადაწყვეტილება (2018 წელს განხორციელდა 99 რეგისტრაცია), უარი ეთქვა 2 შემთხვევაში (2018 წელს - 3 გადაწყვეტილება), ხოლო განუხილველად დარჩა 64 შემთხვევა (2018 წელს - 25 გადაწყვეტილება).

ელზა წიკლაური