„საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი - 2020 წლის ბოლოსთვის საპენსიო აქტივების მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს

2020 წლის ბოლოსთვის საპენსიო აქტივების მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს, - ამის შესახებ „საპენსიო სააგენტოს“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ჭიჭინაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის გამო შექმნილი ეკონომიკური ვითარება საპენსიო შენატანებზე არ ასახულა და 2020 წლის პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით საპენსიო დანაზოგები გაიზარდა.

„მინდა დარწმუნებით განვაცხადო, რომ 2020 წლის ბოლოსთვის საპენსიო აქტივების მოცულობა მილიარდ ლარს გადააჭარბებს. სააგენტოში ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებთ კონტრიბუციების ანალიზს და ამ ეტაპზე არ დაფიქსირებულა არანაირი კლება შენატანების მხრივ, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ შარშანდელ პირველ კვარტალთან შედარებით, 2020 წლის პირველი კვარტლის კონტრიბუციები გაზრდილია დაახლოებით 51 მლნ ლარით“,-აცხადებს გიორგი ჭიჭინაძე.