ორი  ახალი შეზღუდვა, რომელიც ნაადრევად მოიხსნება

პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ რამდენიმე შეზღუდვის მოხსნის შესახებ გააკეთა განცხადება.

კერძოდ, მისი თქმით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მოიხსნება შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს 3 ადამიანზე მეტის შეკრებას, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, ძალაში რჩება ავტომობილით გადაადგილებაზე შეზღუდვა, შესაბამისად, 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ავტომობილით კვლავ აკრძალული იქნება.

თაია არდოტელი
როდის გაიხსნება სილამაზის სალონები - ახალი თარიღი ცნობილია
გაგრძელდება თუ არა სესხებზე დაწესებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი
შეზღუდვები, რომლებიც დღეიდან იხსნება