როდის გაიხსნება სილამაზის სალონები - ახალი თარიღი ცნობილია

სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები 18 მაისიდან, ანუ ორშაბათიდან გაიხსნება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა. პრემიერმა გიორგი გახარიამ რამდენიმე შეზღუდვის მოხსნის შესახებ გააკეთა განცხადება.

კერძოდ, მისი თქმით, 18 მაისიდან, ორშაბათიდან გაიხსნება სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები.

ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მოიხსნება შეზღუდვა, რომელიც გულისხმობს 3 ადამიანზე მეტის შეკრებას, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. თუმცა, ძალაში რჩება ავტომობილით გადაადგილებაზე შეზღუდვა, შესაბამისად, 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ავტომობილით კვლავ აკრძალული იქნება.

თაია არდოტელი
ბინების გაყიდვები - 30%-ით, ფასი კი 10%-ით შემცირდება - „თიბისი კაპიტალი"
ორი  ახალი შეზღუდვა, რომელიც ნაადრევად მოიხსნება
გაგრძელდება თუ არა სესხებზე დაწესებული 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი