18 მაისიდან მარნეულში საკარანტინე ზონა მოიხსნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს სრულად მოიხსნა შეზღუდვა გადაადგლებაზე რუსთავსა და გარდაბანში.
"იმ გადაწყვეტილებებით, რომელიც ჩვენ უკვე მივიღეთ, დღეს სრულად იხსნება ნებისმიერი შეზღუდვა შესვლასა და გამოსვლაზე ქალაქ რუსთავსა და გარდაბანაში. ასევე, 18 მაისიდან მოიხსნება საკარანტინე ზონა მარნეულში და ამ რეგიონის მოქალაქეებსაც შეეძლებათ პრობლემების გარეშე ისარგებლონ გადაადგილების შესაძლებლობით, რომლითაც ქვეყნის სხვა მოქალაქეები სარგებლობენ," - განაცხადა გახარიამ.