საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Moody’s განახლებული პროგნოზით, 2020 წელს ავტომობილების გლობალური გაყიდვები 20%-ით შემცირდება.
წინა პროგნოზით ეს მაჩვენებელი 14% -ს შეადგენდა. როგორც სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი, ამის მიზეზი კორონავირუსის პანდემია გახდება.
ანგარიშის მიხედვით, წელს ევროპაში ეს მაჩვენებელი 30% -ით შემცირდება, აშშ-ში - 25% -ით. სააგენტომ არ შეცვალა პროგნოზი მიმდინარე წლის ჩინეთში ავტომობილების გაყიდვების შემცირების შესახებ და ის ისევ 10% -ზე დატოვა.
ამავე ანგარიშის მიხედვით, Moody’s არ გამორიცხავს, რომ მომავალ წელს მსოფლიოში ავტომობილების გაყიდვა 11,5% -ით გაიზარდოს. ეს კი იმ შემთხვევაში მოხდება, თუ G20-ის ქვეყნებში ეკონომიკური ზრდა 4,8%-ის ფარგლებში იქნება.