გაეროს ეკონომიკური და სოციალური საკითხების დეპარტამენტის პროგნოზის თანახმად, გლობალური ეკონომიკა 2020 წელს კოროვირუსული პანდემიის გამო დაახლოებით 3.2% დაეცემა.
"COVID-19- ის პანდემიით, გლობალური ეკონომიკა სავარაუდოდ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაახლოებით 8.5 ტრილიონ დოლარს დაკარგავს, რაც გაანადგურებს წინა ოთხი წლის განმავლობაში მიღწეულ ყველა დადებით შედეგს. ეს იქნება ყველაზე დიდი ვარდნა, 1930 წლის დიდი დეპრესიის შემდეგ“,- ნათქვამია მოხსენებაში „მსოფლიო ეკონომიკური ვითარება და პერსპექტივები 2020 წლის შუა პერიოდში“.
დეპარტამენტის ექსპერტების აზრით, 2020 წელს განვითარებულ ქვეყნებში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა შემცირდება 5%-მდე. 2021 წელს კი მოსალოდნელია ეკონომიკის 3.4% -იანი ზრდა, რაც სრულად ვერ დააკომპენსირებს დაკარგულს.
ამასთან, ექსპერტების მოსაზრებით, 2020 წელს მოთხოვნის მკვეთრი ვარდნისა და გლობალური მიწოდების ქსელების შეფერხების ფონზე, გლობალური ვაჭრობა შესაძლოა, 15% -მდე შემცირდეს.
”გლობალური ეკონომიკის თითქმის 90% დაბლოკილია, შეფერხებულია მიწოდების ქსელები, შემცირებულია მომხმარებელთა მოთხოვნა და მილიონობით ადამიანი სამსახურის გარეშეა. საბაზისო სცენარის თანახმად, 2020 წელს განვითარებულ ქვეყნებში წარმოება 5%-ით, განვითარებადში კი 0.7%-ით შემცირდება”, - ნათქვამია მოხსენებაში.