იტალიაში ათასობით არალეგალ მიგრანტს კანონიერად დასაქმების უფლება მიეცემა

იტალიაში ათასობით არალეგალ მიგრანტს ქვეყანაში კანონიერად დასაქმების უფლება მიეცემა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, არალეგალებს შეეძლებათ ოფიციალურად წარადგინონ განაცხადი ქვეყანაში კანონიერად დარჩენისა და მუშაობის შესახებ.

გუშინ გამოცემული განკარგულების თანახმად, ბინადრობის უფლება 6 თვის მანძილზე იქნება ვარგისი. აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება იმ პირებს, რომლებიც ფერმებსა და სახლებში არიან დასაქმებული.

ცნობისთვის, მედიის ინფორმაციით, იტალიის ეკონომიკა პანდემიის შედეგად, რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და ამჯერად ქვეყანა სოფლის მეურნეობის მოსავლის 25%-ის დაკარგვის საფრთხის წინაშეა. აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ადგილობრივი სოფლის მეურნეობის ასოციაციის თანახმად, ქვეყნის მასშტაბით ფერმებში 430 000 პირი იყო დაქირავებული, მათ 16%-ს ქვეყანაში შრომის უფლება არ ჰქონდა, ხოლო თითქმის 39%-ის ანაზღაურება კოლექტიური შეთანხმებების პირობებში დაწესებული სახელფასო განაკვეთს მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა.