როგორ შეიცვლება უძრავი ქონების ფასები 2020 წელს - „თიბისი კაპიტალის" კვლევა

2020 წელს საქართველოში ბინების გაყიდვები დაახლოებით 30%-ით შემცირდება. ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში „COVID-19-ის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“. ამავე კვლევის მიხედვით, ფასები (დოლარში) კი დაახლოებით 10%-ით დაიკლებს.

კვლევის მიხედვით, 2020 წლის აპრილში საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები წლიურად 90%-ით შემცირდა. უკვე 2021 წელს კი მოთხოვნის ნაწილობრივ დაბრუნებაა მოსალოდნელი, რა დროსაც 2019 წელთან შედარებით ტრანზაქციები უკვე დაახლოებით 10%-ით იქნება შემცირებული, ფასები კი 5%-ით.

ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს დედაქალაქში მთლიანად 33,404 ბინა გაიყიდა, აქედან 20,276 - ახალი ბინა, 13,128 - ძველი. კვლევის ავტორების პროგნოზით, 2020 წელს დედაქალაქში გაყიდული ბინების მთლიანი რაოდენობა 23,500-მდე შემცირდება, 2021 წელს - 30,000-მდე, ხოლო 2022 წელს გაყიდული უძრავი ქონების მოცულობა 2019 წლის მაჩვენებელს გადააჭარბებს და 35,000 მიაღწევს.

ამასთან, როგორც კვლევაშია აღნიშნული:

  • ახალი მშენებლობის ნაწილობრივ შეჩერება 2021-2022 წლებში მოთხოვნა-მიწოდების მეტ თანხვედრას გამოიწვევს
  • საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის იმიჯმა შესაძლოა, გაუმჯობესება დააჩქაროს ბათუმში, სადაც უძრავი ქონება ძირითადად საინვესტიციო მიზნით იყიდება
  • მნიშვნელოვანია საერთაშორისო მოთხოვნის სწრაფი დაბრუნება: 2016-2019 წელს უცხოელებმა თბილისში ბინების დაახლოებით,10%, ხოლო ბათუმში 40%-ზე მეტი შეიძინეს
  • სახელმწიფო აქტიურად მუშაობს სექტორში პირველად და მეორად ბაზარზე მოთხოვნის სტიმულირების პროგრამებზე, რასაც დინამიკის გაუმჯობესება შეუძლია

ელზა წიკლაური
საბაზო სცენარით საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 4.5-5.5%-ით შემცირდება - “თიბისი კაპიტალი“
როდის გაიხსნება სილამაზის სალონები - ახალი თარიღი ცნობილია
ორი  ახალი შეზღუდვა, რომელიც ნაადრევად მოიხსნება