დღეიდან თვითდასაქმებულები ერთჯერადი დახმარების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაციას შეძლებენ

დღეიდან თვითდასაქმებულები ერთჯერადი დახმარების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაციას შეძლებენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დღეს 12:00 საათზე პორტალზე რეგისტრაციის ინსტრუქციასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამილა ბარკალაია ბრიფინგს გამართავს და თვითდასაქმებულებს რეგისტრაციასთან დაკავშირებით დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო ერთჯერადად 300-ლარიან კომპენსაციას მისცემს.