საბაზო სცენარით საქართველოში ტურიზმი 2020 წელს 65%-ით შემცირდება - “თიბისი კაპიტალი“

საბაზო სცენარით 2020 წელს ტურიზმი 65%-ით მცირდება - ამის შესახებ აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში „COVID-19-ის ზეგავლენა საქართველოს ეკონომიკაზე“.

ანგარიშის ავტორებს ეკონომიკის აღდგენის სამი სცენარი აქვთ განხილული - სწრაფი აღდგენა; საბაზო; გვიანი აღდგენა.

სწრაფი აღდგენის შემთხვევაში, კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში ტურიზმი წელს მხოლოდ 55%-ით შემცირდება. საბაზო სცენარით - 65%-იან კლებას ვარაუდობენ, ხოლო ეკონომიკის გვიანი აღდგენის შემთხვევაში, კვლევის ავტორები ქვეყნის ტურიზმის 80%-იან ვარდნას გარდაუვლად მიიჩნევენ.

თაია არდოტელი