2020 წლის აპრილში საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხული თანხის მოცულობა 42,3%-ით შემცირდა. აპრილში ფულადმა გზავნილებმა 79,078 მლნ დოლარი შეადგინა, ეს კი 58,039 მლნ დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან აპრილში საქართველოში უცხოეთიდან 137,118 მლნ დოლარი გადმოირიცხა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტად გზავნილები რუსეთიდან შემცირდა, აქ კლებამ 61,8% შეადგინა, 27,5%-ით შემცირდა ფულადი გზავნილები იტალიიდან, საბერძნეთიდან გადმორიცხვებმა კი 37,8%-ით დაიკლო.
გთავაზობთ Top-10 ქვეყანას, საიდანაც აპრილში საქართველოში ყველაზე დიდი მოცულობის თანხა გადმოირიცხა:
რაც შეეხება საქართველოდან გადარიცხვებს, 2020 წლის აპრილში უცხოეთში გზავნილებმა 9,999 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 47,7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შარშან აპრილში ქვეყნიდან 19,131 მლნ დოლარი გადაირიცხა.
ფულადი გზავნილების შემცირების მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გამო მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობაა.