საარსებო მინიმუმი შემცირდა და 199.6 ლარი გახდა

2020 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საარსებო მინიმუმი 6.5 ლარით შემცირდა.

კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, გასულ თვეს შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 199.6 ლარს შეადგენდა, მაშინ როცა მარტში ეს მაჩვენებელი 206.1 ლარი იყო.

2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, აპრილში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 14.6 ლარით არის გაზრდილი. კერძოდ, 2019 წლის აპრილში ეს მონაცემი 185 ლარს შეადგენდა.

„საქსტატის“ მონაცემებით, აპრილში მარტთან შედარებით 10.9 ლარით შემცირდა საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმიც და 334.8 ლარი გახდა. აღსანიშნავია, რომ საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი 2019 წლის აპრილის მონაცემთან შედარებით, 24.4 ლარით არის გაზრდილი.

თაია არდოტელი