რა საბუთების წარდგენაა საჭირო ფულადი კომპენსაციის მისაღებად - დღეიდან თვითდასაქმებულები რეგისტრაციას შეძლებენ

დღეიდან თვითდასაქმებულები ერთჯერადი დახმარების მისაღებად ჯანდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე რეგისტრაციას შეძლებენ.

თვითდასაქმებულებს, რომლებმაც კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე სამუშაო ან შემოსავალი დაკარგეს, სახელმწიფო ერთჯერადად 300-ლარიან კომპენსაციას მისცემს.

კომპენსაციის მიღების მიზნით ფიზიკურმა პირმა არაუგვიანეს 2020 წლის პირველი ივლისისა ელექტრონული ფორმით უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია:

  • სახელი, გვარი და პირადი ნომერი;
  • საკონტაქტო მონაცემები (ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი და საკონტაქტო ტელეფონი);
  • საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები;
  • ინფორმაცია 2020 წლის პირველ კვარტალში მისი შემოსავლის წყაროს შესახებ;
  • 2020 წლის პირველ კვარტალში შემოსავლის წყაროს დამადასტურებელი დოკუმეტი, მათ შორის: გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებული პირის (გარდა არამეწარმე ფიზიკური პირისა) მიერ გაცემული პირველადი საგადასახადო დოკუმენტი, რომლითად დასტურდება შემოსავლის მიღების ფაქტი (წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. მაგალითად შესყიდვის აქტი, მიღება ჩაბარების აქტი);
  • 2020 წლის პირველი 3 თვის საბანკო ამონაწერი, რომლითაც დასტურდება ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი;
  • მუნიციპალეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ პირზე გაცემული რაიმე საქმიანობის დამადასტურებელი ცნობა ნებართვა/ლიცენზია;
  • საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პირის ეკონომიკური აქტივობა ან/და შემოსავალი.
თაია არდოტელი
საბაზო სცენარით საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 4.5-5.5%-ით შემცირდება - “თიბისი კაპიტალი“
როგორ შეიცვლება უძრავი ქონების ფასები 2020 წელს - „თიბისი კაპიტალის" კვლევა
როდის გაიხსნება სილამაზის სალონები - ახალი თარიღი ცნობილია