Facebook-მა ამერიკასა და კანადაში Messenger Rooms-ი მოხმარებაში გაუშვა

Facebook-მა ხუთშაბათს ჯგუფური ვიდეოზარების სერვისი Messenger Rooms-ი მოხმარებაში უკვე გაუშვა. ამის შესახებ სოციალური ქსელის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, დანარჩენი მსოფლიოსთვის სერვისი ხელმისაწდომი უკვე მომავალი კვირიდან გახდება.

Meseenger Rooms-ის საშუალებით ერთდროულად შესაძლებელია 50-მდე ადამიანის მოწვევა. ამასთან, შეზღდული არ არის ზარების ხანგრძლივობაც. Facebook-ში ასევე, აცხადებენ, რომ აღნიშნული ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება Instagram Direct, WhatsApp და Portal-შიც.

კომპანიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ინსტრუმენტი შეიქმნა ძირითადად არა სამუშაოსთვის, არამედ მეგობრებთან და საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის. ”თქვენ არ გჭირდებათ კომუნიკაციის ზუსტი დრო, როგორც სხვა ვიდეო კონფერენციების სერვისებისთვის“, - აღნიშნა ცუკერბერგმა.