თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია გახდა.
ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში დაუდასტურეს.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ურბანული განვითარების სამსახურის უფროსი გიორგი ებანოიძე იყო, ხოლო ანდრია ბასილაია ეკონომიკური განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობდა. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, ვინ გახდება ეკონომიკური განვითარების სამსახურის ხელმძღვანელი.