ხარისხიანი განათლების მიღება სკოლის დამთავრების შემდეგ უამრავი ქართველი მოზარდის ოცნებაა.
ერთი შეხედვით, პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩაბარება, განსაკუთრებით საზღვარგარეთ, დიდ სირთულეებთან და კიდევ უფრო დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. თუმცა ეს ყველაფერი შესაძლებელია მონდომებითა და სწორი გზების მოძიებით. უკვე 10 წელია, რაც თბილისში ფუნქციონირებს კერძო სკოლა “საერთაშორისო აკადემია ლოგოსი”, რომლის კურსდამთავრებულთა 90%-ზე მეტი მსოფლიოს ტოპ უნივერსიტეტებში აბარებს კარგი დაფინანსებით.
ამ მოსწავლეთა წარმატებას განაპირობებს მონდომება, შრომისმოყვარეობა და სწორი მიმართულების შერჩევა.
“საერთაშორისო აკადემია ლოგოსი” ის სკოლაა, სადაც მოსწავლეები აცნობიერებენ თავიანთ ინტერესებს, კვალიფიციური, მეგობრული გუნდი კი ეხმარება მათ საოცნებო უნივერსიტეტებისაკენ მიმავალი გზის გაკვლევაში.
“ლოგოსის” ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიღწევა სწორად შედგენილი პროგრამაა, რომელიც სკოლის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს აძლევს თავისუფალი არჩევნის საშუალებას - მათთვის სასურველ მსოფლიოს ნებისმიერ უნივერსიტეტში გააგრძელონ სწავლა.
თავისუფალი არჩევანისთვის ლოგოსელების მომზადება სკოლის დაწყებითი საფეხურიდან იწყება. სასწავლო პროგრამა, გარდა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნებისა, მოიცავს დამატებით საგნებს, რომელთა სწავლებაც ხელს უწყობს მოსწავლეების მრავალმხრივ განვითარებას. საბოლოო საფეხურზე ლოგოსელები სკოლაშივე ემზადებიან ყველა იმ ტესტისთვის, რომელებიც ჩაბარებაში დაეხმარებათ. ასევე სკოლას აქვს College Counseling-ის პროგრამა, რომელშიც ყველა მოსწავლის ჩართვა აუცილებელია და თითოეულ მათგანს პირადი კონსულტანტი ეხმარება სწორი არჩევნის გაკეთებასა და დაფინანსების მოპოვებაში.
მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც ხშირად ავიწყდებათ თავად მოსწავლეებსა და მათ მშობლებსაც, არის ის, რომ საზღვარგარეთ წარმატებულ სწავლას აკადემიურ სიძლიერესთან ერთად ესაჭიროება უნარები, რომელთა ფლობაც აუცილებელია იმ სიძნელეების დასაძლევად, რომლებიც ახლავს დამოუკიდებლად, ოჯახიდან შორს, უცხო ქვეყანაში ცხოვრებასა და სწავლას. “ლოგოსის” პროგრამაში ესეც გათვალისწინებულია. მოსწავლეები გადიან “ცხოვრებისეული უნარების” კომპლექსურ კურსს, რაც განაპირობებს მათ მზაობას მომავალი ცხოვრებისთვის.
ლოგოსელები წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს, ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში. სიამაყით წარმოგიდგენთ “საერთაშორისო აკადემია ლოგოსის” 2019-2020 სასწავლო წლის წარმატებული კურსდამთავრებულების არასრულ ჩამონათვალს:
ირაკლი რუხაია:
ანასტასია ვოლდეიძე:
ანა ჯერანაშვილი
კოტე ენდელაძე:
გიორგი კაპანაძე:
ზუკა ქევხიშვილი:
რუსა თოფურია:
ალექსანდრე ავალიანი:
ირაკლი კოპალეიშვილი:
(R)