2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,688 მილიარდ დოლარს (18,222 მლრდ ლარი) გადააჭარბა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 917,753 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 914,832 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,266 მლრდ დოლარს აჭარბებს.