რეკომენდაციები, რომელიც საცალო და საბითუმო სავაჭრო ქსელებმა უნდა დაიცვან

საცალო და საბითუმო სავაჭრო ქსელებში დასაქმებულებისთვის რეკომენდაციები ჯანდაცვის სამინისტრომ გამოსცა.

რეკომენდაციების თანახმად, დამსაქმებლებმა, რომელთაც 50 და მეტი თანამშრომელი ჰყავთ, სამუშაოს დაწყებამდე ობიექტებზე ყოველდღიური თერმოსკრინინგი აუცილებლად უნდა განახორციელონ (ობიექტზე შესვლის წინ).

ასევე, შეზღუდონ მომხმარებლების და ფართო საზოგადოების დაშვება ობიექტებზე, დააწესონ კონტროლი და შეიმუშაონ შესაბამისი სქემა მომხმარებელთა ნაკადის ეტაპობრივ დაშვებაზე. ობიექტის ყოველ 5მ2 ფართობზე მხოლოდ 1 ადამიანი უნდა იმყოფებოდეს (თანამშრომლების ჩათვლით). თანამშრომლები/მომხმარებლები უნდა უზრუნველყონ კოლექტიური დაცვის საშუალებებით: განათავსონ დეზობარიერი - შესასვლელში, ასევე სასადილო ფართის წინ; განათავსონ დამცავი გამჭვირვალე ბარიერები - სალაროებთან და გადახდის სხვა ადგილებზე; არ დაუშვან სამუშაო სივრცეში პირი, რომელიც არ არის აღჭურვილი სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

„სავალდებულოა ნიღბის გამოყენება. დასაქმებულებს და სხვა პირებს მიაწოდონ ინფორმაცია COVID-10 ვირუსთან დაკავშირებული ყველა საკითხისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ (შესაძლებელია აუდიო ვიდეო სისტემის მეშვეობით). განათავსონ ჰიგიენური საშუალებებით დაცვის ღონისძიებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია სათანადო ადგილას, მათ შორის ხელის დაბანის, ნიღბის მორგების, ტარების და მოცილების წესები; უზრუნველყონ სამუშაო სივრცეში ზედაპირების დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით, (დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ), ასევე ყველა იმ ზედაპირის დამუშავება 2 საათში ერთხელ, რომელთანაც ხშირად შეხება უწევს დასაქმებულს/მომხმარებელს (მათ შორის კარის სახელურები, საკასო აპარატები, კომპიუტერის კლავიატურა, მაუსი, კალკულატორი და ა.შ.); დაიცვან დისტანცია (მინ. 2 მეტრი) დასაქმებულებსა და მომხმარებლებს შორის; ობიექტზე უზრუნველყონ დასაქმებულთა/ ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინონ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მეშვეობით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

ამავე დოკუმენტს თანახმად, დამსაქმებლებმა პერიოდულად, დღეში რამდენჯერმე უნდა უზრუნველყონ დახურული სივრცეების/სათავსების ბუნებრივი ვენტილაცია და სამუშაო ადგილების სველი წესით დასუფთავება (არანაკლებ 3 ჯერ), ხოლო ბუნებრივი ვენტილაციის შეუძლებლობის შემთხვევაში სამუშაო ფართი აღჭურვეთ ხელოვნური ვენტილაციის სისტემით, გარედან შემოსული ჰაერის გაზრდილი კონცენტრაციით.

„ჩაატარეთ დეზინფექციის სამუშაოები პერიოდულად, სამუშაოს შუალედში და სამუშაოს დასრულების შემდგომ ყოველდღიურად; მუშაობის მიმდინარეობისას, სამუშაო დროის განმავლობაში დააწესეთ სანიტარული შესვენებები; შეეცადეთ შეამციროთ ნაღდი ფულის გამოყენება თქვენს ობიექტზე; თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ ხელის ჰიგიენური საშუალებები და მათი სწორად მოხმარების წესები; უზრუნველყავით დასაქმებულთა და ვიზიტორთა წვდომა ხელის ჰიგიენურ საშუალებებთან; უზრუნველყავით დასაქმებულთა/ ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება და დროული გატანა. ვიზიტორთა შორის დისტანციის დასაცავად გამოიყენეთ სავალდებულო პირობითი ნიშნები (იატაკზე შესაბამისი სტიკერების/ნახაზების სახით). დამსაქმებელი ვალდებულია უზრუნველყოს კონტროლი ამ რეკომენდაციების შესრულებაზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.

რაც შეეხება დასაქმებულთა ვალდებულებებს, მათ უნდა დაიცვან ჰიგიენის წესები.

„მისალმებისას არ ჩამოართვათ ხელი ერთმანეთს და მოერიდეთ სხვებთან კონტაქტს (შეხებას და სხვა); მოერიდეთ თავშეყრას, დაიცავით რეკომენდაცია უსაფრთხო დისტანციის დაცვით (არანაკლებ 2 მსა); სამუშაოების შესრულებისას გამოიყენეთ სრულად ის ინდივიდუალური დაცვის საშუალებები, რომელსაც გაწვდით დამსაქმებელი; o სამუშაოს დაწყებისა და დამთავრებისას სადეზინფექციო საშუალებებით დაასუფთავეთ სამუშაო ადგილები და ის ხელსაწყოები, რომელსაც იყენებთ სამუშაო პროცესის მიმდინარეობისას; o გამოიყენეთ სპირტის შემცველი ხელის საწმენდი საშუალებები იმ შემთხვევაში, თუ ვერ ახერხებთ ხელების დაბანას და გაშრობას. გახსოვდეთ, რომ ხელების დაბანა საპნითა და წყლით არის უპირატესი. დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში; მოერიდეთ ხელებით თვალებზე, ცხვირზე და პირზე შეხებას. მუშაობის პერიოდში მჭიდროდ დაიმაგრეთ თმა, რათა მაქსიმალურად შეიზღუდოს თმისა და სახის შეხება“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებში.