საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 26 ადამიანი გამოჯანმრთელდა და საერთო ჯამში ვირუსისგან 419 ადამიანია გამოჯანმრთელებული. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge არის განთავსებული. კარანტინის რეჟიმშია 3873 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 404 პირი.
ინფორმაციისთვის, 677 დადასტურებული შემთხვევიდან 389 გამოჯანმრთელებულია, ხოლო 12 გარდაიცვალა. ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე.