დასაქმებულსა და მომხმარებელს შორის 2მ-იანი დისტანცია  - კიდევ რა წესების დაცვა მოუწევთ  სავაჭრო ობიექტებს

ჯანდაცვის სამინისტრომ საცალო და საბითუმო სავაჭრო ქსელებში დასაქმებულებისთვის რეკომენდაციები გამოსცა.

შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, მათ შორის, სავალდებულო იქნება 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა მომხმარებელსა და დასაქმებულს შორის.

ძირითადი რეკომენდაციები დამსაქმებლის მიმართ:

  • სამუშაოს დაწყებამდე ობიექტებზე, რომელთაც ჰყავთ 50 და მეტი დასაქმებული, განახორციელონ ყოველდღიური თერმოსკრინინგი (ობიექტზე შესვლის წინ);
  • შეზღუდონ მომხმარებლების და ფართო საზოგადოების დაშვება ობიექტებზე;
  • დააწესონ კონტროლი და შეიმუშაონ შესაბამისი სქემა მომხმარებელთა ნაკადის ეტაპობრივ დაშვებაზე. ობიექტის ყოველ 5მ 2 ფართობზე მხოლოდ 1 ადამიანი უნდა იმყოფებოდეს (თანამშრომლების ჩათვლით);
  • თანამშრომლები/მომხმარებლები უზრუნველყონ კოლექტიური დაცვის საშუალებებით:

- განათავსონ დეზობარიერი - შესასვლელში, ასევე სასადილო ფართის წინ;

- დამცავი გამჭვირვალე ბარიერები - სალაროებთან და გადახდის სხვა ადგილებზე;

  • არ დაუშვან სამუშაო სივრცეში პირი, რომელიც არ არის აღჭურვილი სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება.
  • დასაქმებულებს და სხვა პირებს მიაწოდონ ინფორმაცია COVID-10 ვირუსთან დაკავშირებული ყველა საკითხისა და პრევენციული ღონისძიებების შესახებ (შესაძლებელია აუდიო ვიდეო სისტემის მეშვეობით):
  • განათავსონ ჰიგიენური საშუალებებით დაცვის ღონისძიებების შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია სათანადო ადგილას, მათ შორის ხელის დაბანის, ნიღბის მორგების, ტარების და მოცილების წესები;
  • უზრუნველყონ სამუშაო სივრცეში ზედაპირების დასუფთავება/დეზინფექცია სათანადო წესით, (დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ დღეში 3-ჯერ), ასევე ყველა იმ ზედაპირის დამუშავება 2 საათში ერთხელ, რომელთანაც ხშირად შეხება უწევს დასაქმებულს/მომხმარებელს (მათ შორის კარის სახელურები, საკასო აპარატები, კომპიუტერის კლავიატურა, მაუსი, კალკულატორი და ა.შ.);
  • დაიცვან დისტანცია (მინ. 2 მეტრი) დასაქმებულებსა და მომხმარებლებს შორის;
  • ობიექტზე უზრუნველყონ დასაქმებულთა/ ვიზიტორთა მიერ გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერების განთავსება, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი. ნარჩენების პარკის ამოღება და განკარგვა მოახდინონ ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენებით. კომპანია ვალდებულია უზრუნველყოს ასეთი ნარჩენების დროული გატანა შესაბამისი პირის/სამსახურის მეშვეობით.
თაია არდოტელი
4 შეღავათი, რომელსაც სამშენებლო სექტორი მთავრობისგან ითხოვს
რა საბუთების წარდგენაა საჭირო ფულადი კომპენსაციის მისაღებად - დღეიდან თვითდასაქმებულები რეგისტრაციას შეძლებენ
საბაზო სცენარით საქართველოს ეკონომიკა 2020 წელს 4.5-5.5%-ით შემცირდება - “თიბისი კაპიტალი“