რომელი სალონები ვერ გაიხსნება ორშაბათიდან

სილამაზის სალონები და ესთეტიკური მედიცინის ცენტრები 18 მაისიდან, ანუ ორშაბათიდან გაიხსნება. ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციებიც შეიმუშავა, რომლის დაცვაც სავალდებულო იქნება ამ ტიპის ობიექტებისთვის.

თუმცა, სალონების ფედერაციის განცხადების თანახმად, გარკვეულ სილამაზის სალონებს მუშაობის უფლება არ ექნებათ ორშაბათიდან. კერძოდ, საუბარია, მოლებსა და მიწისქვეშა გადასასვლელებში მდებარე სალონებზე.

„ყველა სალონს შეუძლია 18 მაისიდან გაიხსნას (გარდა მოლების და მიწისქვეშა გადასასვლელების) ყოველგვარი წინასწარი ნებართვის გარეშე. წინასწარი რეგისტრაცია სავალდებულო არ არის. ვისაც სურს პრევენციული შემოწმება განხორციელდეს მის იბიექტზე, მაშინ უნდა დარეგისტრირდეს-ასეთი ინფორმაცია მოგვაწოდეს ჯანდაცვის სამინისტროდან,“-აღნიშნულია განცხადებაში.

თაია არდოტელი
დასაქმებულსა და მომხმარებელს შორის 2მ-იანი დისტანცია  - კიდევ რა წესების დაცვა მოუწევთ  სავაჭრო ობიექტებს
4 შეღავათი, რომელსაც სამშენებლო სექტორი მთავრობისგან ითხოვს
რა საბუთების წარდგენაა საჭირო ფულადი კომპენსაციის მისაღებად - დღეიდან თვითდასაქმებულები რეგისტრაციას შეძლებენ