2020 წლის 30 აპრილის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 5,688 მილიარდ დოლარს (18,222 მლრდ ლარი) გადააჭარბა.
საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB); მსოფლიო ბანკის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია (IDA) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
კერძოდ, IDA-ს მიმართ ვალი 917,753 მლნ დოლარია; IBRD-ის მიმართ სახელმწიფოს საგარეო ვალი 914,832 მილიონი დოლარია, აზიის განვითარების ბანკის (ADB)-ის მიმართ კი - 1,266 მლრდ დოლარს აჭარბებს.
რას შეეხება სახელმწიფოს მევალე სხვა საფინანსო ინსტიტუტებს, ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
რაც შეეხება ქვეყნებს, ორმხრივი კრედიტორი ქვეყნებიდან გერმანია ლიდერობს, რომლის მიმართაც საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 30 აპრილის მდგომარეობით, 1,173 მლრდ ლარი იყო, მას მოსდევს საფრანგეთი - 1,020 მლრდ ლარი; იაპონია - 696,763 მილიონი ლარი; რუსეთი - 155,563 მილიონი ლარი. სხვა ქვეყნების მიმართ კი საგარეო ვალის სტატისტიკა ასეთია:
ასევე სახელმწიფოს ვალად აქვს 1 601 600 000 ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდი (ევროობლიგაცია).