5G სმარტფონის გლობალურმა გაყიდვებმა 2020 წლის პირველ კვარტალში 24,1 მილიონ ერთეულს - ნათქვამია კვლევითი კომპანია Strategy Analytics- ის დასკვნაში.
ყველაზე მსხვილი წილი ბაზარზე სამხრეთ-კორეულ Samsung-ს უკავია. მან 2020 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე 8,3 მილიონი G5 სმარტფონი გამოიტანა და მსოფლიო ბაზრის 34,4% დაიკავა.
ბაზარზე 33,2%-იანი წილით მეორე ადგილზეა ჩინური Huawei. კომპანიამ 2020 წლის პირველ კვარტალში ბაზარს 8 მილიონი 5G ტექნოლოგიის სმარტფონი მიაწოდა.
მესამე ადგილზეა კიდევ ერთი ჩინური კომპანია Vivo. მისი საბაზრო წილი 12%-ი ყო. Vivo პრაქტიკულად არ არის დასავლეთში, მაგრამ ჩინეთის სმარტფონების ბაზარი იმდენად მსხვილია, რომ მისი სამეულში ყოფნა მას მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან მწარმოებლად აქცევს.
ხუთეულში შედის კიდევ 2 ჩინური კომპანია - Xiaomi და Oppo. 5G სმარტფონების მიწოდების მიხედვით, 2020 წლის პირველ კვარტალში Xiaomi-ს წილი ბაზარზე იყო 10,4%, Oppo-მ კი ბაზრის 5%-იანი წილით მსოფლიოში 5G სმარტფონების ბაზარზე მე-5 ადგილი დაიკავა.