ამერიკელების 40% ჩინეთში დამზადებულ პროდუქციას აღარ ყიდულობს

აშშ-ს მცხოვრებლების დაახლოებით 40% უარს ამბობს ჩინეთში დამზადებული პროდუქციის შეძენაზე - აღნიშნულია საკონსულტაციო კომპანია FTI Consulting-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგებში.

გამოკითხულთა დაახლოებით 22% ამბობს, რომ ისინი არ იყიდიან პროდუქციას ინდოეთიდან, 17% უარს ამბობს მექსიკიდან იმპორტირებული საქონლის შეძენაზე, 12% კი ბოიკოტს ევროპულ პროდუქციას უცხადებს.

კვლევის თანახმად, ეს გადაწყვეტილება ასახავს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის პროტექციონისტულ პოლიტიკას.

გამოკითხულთა 78% -მა აღნიშნა, რომ ისინი მზად არიან, მეტი გადაიხადონ პროდუქციაში, თუ კომპანიები წარმოებას ჩინეთიდან ამერიკაში გადაიტანენ. 66% ამბობს, რომ ისინი მხარს უჭერენ იმპორტის შეზღუდვების გაძლიერებას აშშ-ს ეკონომიკური ზრდის სტიმულირებისთვის.

ამერიკელებში განწყობის ცვლილება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან აშშ-ს მოქალაქეთა დიდი უმრავლესობა პროტექციონიზმს მხარს არ უჭერს. „ამერიკელთა დაახლოებით 80% აღიქვამს საერთაშორისო ვაჭრობას, როგორც შესაძლებლობას, ვიდრე საფრთხეს, და ეს მაჩვენებელი სტაბილურად გაიზარდა გასული ათწლეულის განმავლობაში“, - აღნიშნულია Gallup-ის მიერ ჩატარებულ კვლევაში.