ჯანდაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა სასესხო შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც IBRD საქართველოს 73.1 მლნ ევროს გამოუყოფს

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (Covid-19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტი) თაობაზე კანონპროექტს მხარი დაუჭირა. პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. სასესხო შეთანხმების მიხედვით, IBRD საქართველოს 73.1 მლნ ევროს გამოუყოფს და სესხის ხანგრძლივობა 26 წელი იქნება.

პროექტის განმახორციელებელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროა.