ავიაკომპანია „რაინეარის“ აღმასრულებელი ოფიცერი, მაიქლ ო ლირი აცხადებს, რომ ბრიტანეთის მთავრობის მიერ დაწესებული საკარანტინო ზომები ქვეყანაში ჩამსვლელთათვის, „იდიოტურია“. მისი თქმით, მათი განხორციელება შეუძლებელი იქნება.
„მთავრობა გვეუბნება, რომ ვერ ვიფრენთ, თუ 14-დღიან კარანტინს არ გავივლით, ვერ ჩავალთ ლონდონის მეტროში. არც ერთ მათ შეზღუდვას მეცნიერული საფუძველი არ გააჩნია. თუ ხალხი მოგზაურობას ვერ დაიწყებს, ეკონომიკაც ვერ აღდგება. შეზღუდვები, რომელსაც ქვეყანაში ჩამომსვლელებს უწესებენ, იდიოტური და შეუსრულებელია“,-აღნიშნა ო ლირიმ.
მისივე თქმით, მაშინ როცა ქვეყანამ ვერ შეძლო კრიზისს გამკლავებოდა, ახლა მსგავსი ტიპის შეზღუდვა „უბრალოდ სასაცილოა“.
ცნობისთვის, ბრიტანეთის მთავრობის ინფორმაციით, სართაშორისო მოგზაურებს ქვეყანაში შესვლისთანავე 14 - დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.