ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის განცხადებით, ესპანეთის საზღვრები მოგზაურებისთვის სულ მცირე 5 კვირა არ გაიხსნება

ესპანეთის ტრანსპორტის მინისტრის თქმით, ჯერ კიდევ კვირები არის იქამდე, სანამ ქვეყანაში საერთაშორისო მოგზაურებს დაუშვებენ.

„უცხოელებს ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის უფლებას ვერ მივცემთ მანამ, ვიდრე ჩვენს მოსახლეობასაც არ შეუძლია სახლის ჩვეულებრივად დატოვება“,- აღნიშნა მინისტრმა.

მისი თქმით, შეზღუდვა სულ მცირე კიდევ ხუთი კვირა გაგრძელდება.

ცნობისთვის, ესპანეთში, კორონავირუსის 277 719 შემთხვევაა გამოვლენილი. ქვეყანაში ვირუსს 27 650 ადამიანი ემსხვერპლა.