აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მიმდინარე თვეში, აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოს 500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა

საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, მიმდინარე თვის განმავლობაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ საქართველოს 500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას საელჩო სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, აღჭურვილობას შორისაა სათვალეები, დამცავი ფარები, დეზინფექციის ხსნარები, რესპირატორები, ინფრაწითელი თერმომეტრები და კომბინიზონები.

„ამ თვის განმავლობაში აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტომ 500 000-მდე დოლარის ღირებულების პერსონალური დაცვის აღჭურვილობა გადასცა საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას, ჯანდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს. ამ აღჭურვილობას შორისაა სათვალეები, დამცავი ფარები, დეზინფექციის ხსნარები, რესპირატორები, ინფრაწითელი თერმომეტრები და კომბინიზონები. ეს მხარდაჭერა დაეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სფეროს უფლებამოსილ პირებს, COVID-19 საფრთხეზე რეაგირებისას იყვნენ დაცული და სანიტარიულ გარემოში“ , - ნათქვამია ინფორამციაში.