საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, რომან კაკულიას განცხადებით, სავალუტო ჯიხურები საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ, გაიხსნება.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ ვალუტის გადამცვლელი პუნქტების გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ახლო მომავალში აღნიშნული ბიზნესი ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება.
„პირდაპირ დღე შეიძლება, ვერ დაგისახელოთ, მაგრამ ცხადია ეს ბიზნესიც და ეს შესაძლებლობაც დაბრუნდება ჩვეულ რეჟიმში, როგორც იყო ადრე. დღეს, ახლა ვერ დახისახელბთ, მაგრამ როგორც კი საგანგებო მდგომარეობა დასრულდება, ვფიქრობ, რომ ძალიან მალე“ , - აღნიშნა რომან კაკულიამ.