2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 463.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.8 პროცენტით ნაკლებია.
აქედან ექსპორტი 1 001.3 მლნ. აშშ დოლარს (11.9 პროცენტით ნაკლებია), ხოლო იმპორტი 2 462.2 მლნ. აშშ დოლარს (11.8 პროცენტით ნაკლებია) შეადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის იანვარ-აპრილში სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა 215.7 მლნ. აშშ დოლარით, რაც მთელი ექსპორტის 21.5 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს მსუბუქი ავტომობილები 134.8 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 13.5 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილზეა ფეროშენადნობები 91.8 მლნ. აშშ დოლარით (9.2 პროცენტი).
აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წლის იანვარ-აპრილში 10 უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტს შორის, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ ოქროსა და სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტია გაზრდილი.