რა წესების დაცვა მოუწევთ კვების ობიექტებს სამზარეულოში

კვების ობიექტებისთვისთვის შემუშავდა რეკომენდაციები, რომელთა დაცვაც დასაქმებულ პირებსა და იქ მისულ მომხმარებლებს მოუწევთ.

კერძოდ, მათ შორის, საუბარია იმაზე, რომ მაგიდასთან უნდა მოთავსდეს არაუმეტეს 6 ადამიანი, მომხმარებლებს შორის დაცული უნდა იყოს არანაკლებ 1 მეტრიანი დისტანცია.

რეკომენდაციები მოიცავს მათ შორის, წესებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტების სამზარეულოს პერსონალისთვის.

  • აკონტროლეთ დასაქმებულთა და მომხმარებელთა რაოდენობა (სამზარეულოს ზონაში გაკონტროლდეს პერსონალის რაოდენობა);
  • უმჯობესია სამუშაო მაგიდასთან მომუშავე პერსონალი განთავსდეს მაგიდის საპირისპირო მხარეებზე ისე, რომ მუშაობისას არ აღმოჩნდნენ ერთმანეთის პირისპირ;
  • დაცული უნდა იქნას სოციალური დისტანცია უშუალოდ პერსონალს შორის.

ამასთან, შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, პერსონალი უზრუნველყოფილი უნდა იქნას სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით (სპეცტანსაცმელი, სპეცფეხსაცმელი, თავსაბურავი, ხელთათმანი, პირბადე და დამცავი ფარი), დაწესდეს კონტროლი მათ გამოყენებაზე.

თაია არდოტელი
მე-3 კვარტალში ეკონომიკა 3,7%-ით გაიზარდა
"საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის საელჩოების მუშაობას დიდი მნიშვნელობა ენიჭება"