აპრილში ევროკავშირში ახალი მანქანების გაყიდვები 4,2-ჯერ დაეცა და 270.7 ათასი ერთეული შეადგინა, იანვარ-აპრილში კი კლება 38,5% იყო, სულ გასული 4 თვის განმავლობაში 2.75 მილიონამდე მანქანა გაიყიდა - აღნიშნულია ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) ანგარიშში
ორგანიზაციის ინფორმაციით, პანდემიის გამო ასეთი ვარდნა პირველად მოხდა. კოროვირუსით ყველაზე მეტად იტალია და ესპანეთი დაზარალდნენ, ამან კი გავლენა იქონია როგორ მთლიანად ეკონომიკის შემცირებაზე, ასევე ავტომობილების გაყიდვებზე. აპრილში, იტალიაში, ახალი მანქანების რეგისტრაცია შემცირდა 41-ჯერ, ესპანეთში - 28,7-ჯერ.
წლის დასაწყისიდან, გაყიდული ახალი მანქანების რაოდენობა 50% -ით დაეცა ევროკავშირის ოთხი ძირითადი ბაზრის სამ ქვეყანაში: იტალიაში - 50.7% -ით, ესპანეთში - 48.9% -ით, ხოლო საფრანგეთში - 48% -ით. გერმანიაში, გაყიდვები შემცირდა 31% -ით - ნათქვამია ACEA-ს პრეს-რელიზში.
2020 წლის აპრილში, გლობალური ავტომობილების გაყიდვები 44.8% -ით შემცირდა, რაც 3.967 მილიონ ერთეულს შეადგენს. მთლიანობაში, მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში მსოფლიოში 21,012 მილიონი მანქანა (-29.2%) გაიყიდა.