2020 წელს გერმანიაში გადახდისუუნარო კომპანიების რაოდენობა 50%-ით გაიზრდება

კორონავირუსის პანდემიის შედეგად 2020 წელს გერმანიაში გადახდისუუნარო კომპანიების რაოდენობა 50%-ით გაიზრდება, - წერს Reuters-ი კვლევაზე დაყრდნობით.

კომპანია Crif Burgel-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ყველაზე მეტად სარესტორნო სექტორი დაზარალდება, კომპანიის შეფასებით, ეკონომიკური ვარდნა იგივე იქნება, როგორც 2009 წლის ფინანსური კრიზისის დროს.