სამწუხაროდ, ამ ვირუსთან ცხოვრება მოგვიწევს, როგორც ჩანს გაურკვეველი დროით, ეს შეიძლება იყოს რამდენიმე თვე, ან რამდენიმე წელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კახეთში ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, „ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ“.
„უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კონკურენტული უპირატესობა, როგორც ტურისტული ქვეყნის, გაძლიერდეს. უნდა შევეგუოთ იმას, რომ შეიძლება წელს იმ რაოდენობით ტურისტს, რომელიც შარშან მივიღეთ, ვერ მივიღებთ, მაგრამ ჩვენ, ჩვენს კონკურენტულ უპირატესობებს, როგორიცაა ჩვენი ისტორია, ჩვენი 8 ათასწლიანი მეღვინეობის ისტორია, ჩვენი სამზარეულო, კულტურა, სტუმართმასპინძლობა, ამას ყველაფერს უნდა დავამატოთ, რომ საქართველო ეფექტურად უმკლავდება ვირუსს და მართავს ვირუსის რისკებს“, - განაცხადა გახარიამ.