„ამოცანა გვაქვს მარტივი, ცხადი და კონკრეტული - ქვეყანა ამ კრიზისიდან უნდა გამოვიყვანოთ უფრო ძლიერი"

ამოცანა გვაქვს მარტივი, ცხადი და ძალიან კონკრეტული - ჩვენ ქვეყანა ამ კრიზისიდან უნდა გამოვიყვანოთ უფრო ძლიერი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ კახეთში განუცხადა. მისი თქმით, საქართველო უნდა იყოს პირველი, რომელიც უსაფრთხოდ ტურისტების მიღებას შეძლებს.

“გამოწვევები კერძო სექტორს კახეთში კი არა, ეკონომიკას აქვს, ეს გამოწვევები ყველას გააზრებული უნდა გვქონდეს და უნდა გვესმოდეს, რომ გლობალური კრიზისის პირობებში უკიდურესად მნიშვნელოვანია სახელმწიფოს, მთავრობის და კერძო სექტორის ერთობლივი და ძალიან მჭიდრო ურთიერთობა. ამოცანა გვაქვს მარტივი, ცხადი და ძალიან კონკრეტული - ჩვენ ქვეყანა ამ კრიზისიდან უნდა გამოვიყვანოთ უფრო ძლიერი, ეს კრიზისი საქართველომ უნდა გამოიყენოს როგორც ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის, მათი რეალიზების ყველაზე კარგი შესაძლებლობა. ამიტომ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ გლობარული კრიზისი უნდა გავხადოთ ჩვენი ქვეყნისთვის შესაძლებლობა. მძიმე საყურებელია ასეთ პერიოდში, ასეთ ამინდში, ასეთ სეზონზე კახეთი ცარიელი, რთული სანახავია ცარიელი სასტუმროები, ახალი აშენებული, უმაღლესი კლასის სასტუმროები, თუმცა ყველას უნდა გვემოსდეს, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს უსაფრთხოდ ტურისტების მიღებას, ეს არის ჩვენი ამოცანა”, - განაცხადა პრემიერმა ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.