რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ დედაქალაქში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა იზრდება - SS.ge-ს სტატისტიკა

კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად იხსნება. რამდენიმე კვირიანი პაუზის შემდეგ იზრდება მოთხოვნა უძრავ ქონებაზეც. კერძოდ, SS.ge-ს კვლევის თანახმად, 3-დან 16 მაისის პერიოდში დედაქალაქში გასაყიდ უძრავ ქონებაზე მოთხოვნა 5-დან 18 აპრილის პერიოდთან შედარებით 69%-ით გაიზარდა. მოთხოვნის პარალელურად, იმავე პერიოდში მიწოდება 162%-ით არის გაზრდილი.

საანგარიშო პერიოდში, თუკი აპრილის პირველ ნახევარში უძრავი ქონების გაყიდვის მიზნით (ბინები) საიტზე 1 143 ახალი განცხადება განთავსდა, 3-16 მაისის ჩათვლით საიტზე განთავსებული ახალი განცხადებების რაოდენობამ 2 997 ერთეული შეადგინა. რაც შეეხება იმ ვიზიტორების რაოდენობას, რომლებიც ბინების ყიდვა-გაყიდვით არიან დაინტერესებულები, აპრილის დასაწყისში საიტზე 42 114, ხოლო 3-დან 16 მაისის ჩათვლით 71 104 დაფიქსირდა.

SS.ge-ს კვლევის თანახმად, საანგარიშო პერიოდში დედაქალაქში გასაქირავებელ უძრავ ქონებაზე მოთხოვნაც გაიზარდა. კერძოდ, გასაქირავებელი უძრავი ქონების მსურველთა რაოდენობა 63%-ით გაიზარდა, მიწოდება კი 73%-ით. კერძოდ, აპრილის პირველ ნახევარში საიტზე გასაქირავებელი ბინებზე 3 772 ახალი განცხადება განთავსდა, 3-16 მაისის პერიოდში კი 6 508.

რაც შეეხება თბილისში დღიურად გასაქირავებელ ბინებზე მოთხოვნას, საანგარიშო პერიოდში აქაც ზრდა დაფიქსირდა. კერძოდ, დედაქალაქში დღიურად გასაქირავებელი ბინების მიწოდებამ 4%-ით, ხოლო მოთხოვნამ 35%-ით მოიმატა.

გთავაზობთ SS.ge-ს სტატისტიკურ მონაცემებს: