თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის ყოფილი უფროსი თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა

თბილისის მერიის ურბანული განვითარების სამსახურის ყოფილი უფროსი გიორგი ებანოიძე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„გიორგი ებანოიძემ ჩვენთან ერთად განიცადა წინსვლა, სხვადასხვა თანამდებობებზე ხდებოდა მისი პროფესიონალიზმის, საქმიანობის და პატიოსნების გამო წამოწევა, შესაბამისად, გიორგი დაწინაურდა და ის თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს“, - განაცხადა კალაძემ.