ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც მართლა შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ მოწესრიგებას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მერია ახლა 100 ერთეულ 12-მეტრიან ავტობუსს ელოდება და უახლოეს მომავალში, დამატებით კიდევ 100 ერთეული 12 მეტრიანი და 200 ერთეულამდე 18 მეტრიანი ავტობუსის შესყიდვა იგეგმება.
„ავტობუსებბის შესყიდვები დაწყებული გვაქვს. ახლა 100 ერთეულ 12 მეტრიან ავტობუსს ველოდებით, რომელიც უკვე ძალიან მალე შემოვა. გარდა ამისა, უახლოეს მომავალში ვაპირებთ, რომ კიდევ 100 ერთეული 12 მეტრიანი ავტობუსი შევისყიდოთ და შემდეგი იქნება უკვე 18 მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა. დაახლეობით, 200 ერთეული 18 მეტრიანი ავტობუსის ყიდვა მოგვიწევს. ამ ყველაფრით ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მოწესრიგებული იქნება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულება და იქნება ისე, როგორც არასდროს. ჩვენ ვიქნებით ის ადამიანები, ვინც მართლა შეძლებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სრულ მოწესრიგებას“,-განაცხადა კახა კალაძემ.