2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 3,738 მლნ დოლარის თმის შამპუნი იყიდა, საერთო ჯამში 1 266 ტონა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შამპუნის იმპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის - 4 თვეში 1,084 მლნ დოლარი.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ top-5 ქვეყანას, სადაც საქართველო თმის შამპუნებს ყიდულობს:
- რუსეთი - 1,084 მლნ დოლარი ( 321.9 ტონა)
- ჩეხეთი - 685,4 ათასი დოლარი (157,5 ტონა)
- თურქეთი - 524,2 ათასი დოლარი (269,8 ტონა)
- იტალია - 267,7 ათასი დოლარი (63,5 ტონა)
- გერმანია - 246,9 ათასი დოლარი (44,7 ტონა)