მარტის ზარალის შემდეგ, 2020 წლის აპრილი კომერციულმა ბანკებმა 80,297 მილიონი ლარის წმინდა მოგებით დაასრულეს. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16,101 მილიონი ლარით მეტია, 2019 წლის აპრილში ბანკების წმინდა მოგება 64,196 მილიონ ლარს შეადგენდა.
ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის აპრილში კომერციული ბანკების მიერ ჯარიმა/საურავებიდან მიღებულმა შემოსავალმა 308 ათასი ლარი; საკონვერსიო ოპერაციებიდან მიღებულმა წმინდა მოგება/ზარალმა 113,268 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვეში ბანკებმა საკომისიოებიდან და გაწეული მომსახურებებიდან 11,581 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.
ამასთან, 2020 წლის აპრილში ბანკების შემოსავლებმა შეადგინა 352,422 მილიონი ლარი, საიდანაც საპროცენტო შემოსავლები იყო 304,133 მილიონი ლარი. აპრილში კომერციული ბანკების ხარჯებმა 266,702 მილიონი ლარი შეადგინა.
ცნობისთვის, გასულ წელს კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 953,635 მლნ ლარი შეადგინა. დღეს მდგომარეობით ბაზარზე 15 კომერციული ბანკი ოპერირებს.