"უკარაინასა და საქართველოს შორის ფრენები 1-ელი ივლისიდან განახლდება"

უკრაინასა და საქართველოს შორის ფრენები პირველი ივლისიდან განახლდება. ამის შესახებ უკრაინის ინფასტრუქტურის მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა ქვეყნებთანაც საჰაერო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე.

ცნობისთვის, საქართველომ სხვა ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა 18 მარტიდან სრულად აკრძალა. ქვეყანა საზღვრების გახსნას ივლისიდან გეგმავს.